logo logo

ძებნა

კერძო კოლეჯების ასოციაციის მორიგი კოლეგიალური ვიზიტი
სიახლეები
2 ნოემბერი, 2026

2026 წლის 30–31 ოქტომბერს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მორიგ, ტრადიციულ,  კოლეგიალურ ვიზიტს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივმა კოლეჯმა უმასპინძლა. შეხვედრაში 20-ზე მეტი კოლეჯის 50-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. კოლეგიალური ვიზიტები  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოცდილების გაზიარების, საერთო გამოწვევების განხილვისა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიების პლატფორმას ქმნის. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმის მიზანი, მისი პრაქტიკული გამოყენება და სარგებლიანობა, ასევე ამ ფორმის შეცვლისა დამისი მიზნობრივი გამოყენების პრაქტიკის გაუმჯობესების საჭიროებები. ცალკე განხილვა დაეთმო 2026 წელს სტუდენტთა მიღების პროცესში არსებულ გამოწვევებს, შიდა და გარე რეგულაციებთან შესაბამისობასა და შესაძლო გადაწყვეტილებებს. ასოციაციის ხარისხის კომიტეტმა წარმოადგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ადმინისტრაციული წარმოებების მასალების ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ტენდენციები და მიგნებები.  შპს ინტერბიზნესის აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აკადემიის დირექტორი, ინგა მანაშერიძე და ხარისხის მართვის სამსახურიოს უფროსი, ნაზო წიბლიშვილი.

სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;