logo logo

ძებნა

კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
სიახლეები
18 ნოემბერი, 2017
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები. კრებაზე ასოციაციის მიმდნარე საკითხების განხილვის შემდეგ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და მოდულური პროგრამების განხორციელების დროს კვოტის დათვლის მექანიზმი. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ბ-ნმა კახაბერ ერაძემ ამომწურავი პასუხები გასცა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ქალბატონები ინგა მანაშერიძე და ნაზი წიბლიაშვილი.
სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
სამუშაო შეხვედრა სსიპ-განათლების ხარისხის ეროვნულ ცენრტრში
25 ოქტომბერს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორი ქ-ნი თამარ სანიკიძე შეხვდა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციაში გაერთიანებული კოლეჯების ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციი...
26 ოქტომბერი, 2017
;