logo logo

ძებნა

ჩვენი სტუდენტი — საექთნო უნარების პირველი ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია!
სიახლეები
1 ივნისი, 2026
29 მაისს ჩატარდა საექთნო უნარების პირველი ეროვნული კონკურსი — „პროფესიონალიზმი და პაციენტის უსაფრთხოება“. ღონისძიება საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 13 პროფესიული სასწავლებლის 40-მდე სტუდენტმა მიიღო. კონკურსში გამარჯვებული ინტერბიზნესის აკადემიის "საექთნო საქმი" პროფესიული პროგრამის სტუდენტი ეკატერინე ხუდოიანი გახდა. ასევე, პირველად საქართველოში, ეკატერინე დაჯილდოვდა „მომავლის ექთნის“ წოდებითა და ოქროს მედლით. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კონკურსში მიღწეული წარმატების შედეგად, ეკატერინე ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს შვეიცარიაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში. ვულოცავთ ეკატერინეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას, უსურვებთ კიდევ უფრო დიდ პროფესიულ წარმატებებსა და ახალ მიღწევებს! ვამაყობთ, რომ პირველი ეროვნული კონკურსის გამარჯვებული სწორედ ინტერბიზნესის აკადემიის სტუდენტია!
 
სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;