საინფორმაციო-შემეცნებითი ლექცია
სიახლეები
29 აპრილი, 2026
28 აპრილს ინტერბიზნესის აკადემიაში გაიმართა საინფორმაციო-შემეცნებითი ლექცია თემაზე
„თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნებლობა და დამოკიდებულება“. ლექციას უძღვებოდა შოთა ოდიშვილი, რომელმაც მონაწილეებს გააცნო თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების გავლენა ჯანმრთელობაზე, დამოკიდებულების გამომწვევი ფაქტორები და პრევენციის მნიშვნელობა. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე.მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.