ტრადიციული შეცვედრა კომპანია PSP წარმომადგენლებთან
სიახლეები
29 აპრილი, 2026
ინტერბიზნესის აკადემიაში 24 აპრილს ჩატარდა ტრადიციული შეხვედრა PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი -ს HR დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და აკადემიის "ფარმაციის (სააფთიაქო)" პროფესიული პროგრამის სტუდენტებს შორის. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რომლის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ კომპანიაში არსებულ ვაკანსიებს, კარიერული განვითარების შესაძლებლობებსა და სხვა საინტერესო სიახლეებს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ინტერბიზნესის აღნიშნული პორფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის ხელმძღვანელი, ნატა ჩხაიძე. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა სტუდენტებს საჩუქრად კომპანიის ქსელში არსებული თავის მოვლის პროდუქტები გადასცეს.