ინტერბიზნესის აკადემია ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და ტრენინგის ევროპული ფორუმის (EfVET) სრულფასოვანი წევრი გახდა.
EfVET აერთიანებს ევროპისა და პარტნიორი ქვეყნების წამყვან პროფესიულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
აკადემიისთვის ეს წევრობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საერთაშორისო ინტეგრაციის გზაზე და ქმნის ახალ შესაძლებლობებს: საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოება; თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკების გაზიარება; პროფესიული პროგრამების განვითარება ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ინტერბიზნესის აკადემია აგრძელებს განვითარებას და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის კიდევ უფრო ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლების მიწოდებას.
ინტერბიზნესის აკადემია EfVET სრულფასოვანი წევრია
სიახლეები
1 აპრილი, 2026