logo logo

ძებნა

დარგის სპეციალისტების სამუშაო შეხვედრა
სიახლეები
12 თებერვალი, 2026
კერძო კოლეჯების ასოციაციის საგანმანათლებლო სერვისების კომიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა დარგის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა „საექთნო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის შუალედური შეფასების ინსტრუმენტის შემუშავების კონცეფცია და შეთანხმდა სამუშაო პროცესის სამომავლო გრაფიკი.შეხვედრაზე დაზუსტდა შეფასების ჰოლისტური მიდგომის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად დაედება შეფასების ინსტრუმენტის განვითარებას. პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ასოციაციის წევრი კოლეჯების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიული განათლების მასწავლებლები და დარგის ექსპერტები, რაც უზრუნველყოფს ინსტრუმენტის პრაქტიკულობასა და დარგობრივ შესაბამისობას.საექთნო საქმის პროგრამის ფარგლებში შუალედური შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება და პილოტირების შემდგომ ის ხელმისაწვდომი გახდება კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი დაწესებულებებისთვის.
 
სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;