მნიშვნელოვანი ტრენინგი
სიახლეები
18 თებერვალი, 2026
ინტერბიზნესის აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „გლობალური ინფექციის კონტროლის გაიდლაინი".ტრენინგს უძღვებოდა ისრაელის ბარზილაის საუნივერსიტეტო კლინიკიდან მოწვეული ლიცენზირებული ანესთეზიოლოგი, სამხედრო ექიმი თამთა კაპანაძე, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა საერთაშორისო პრაქტიკა და თანამედროვე სტანდარტები ინფექციის კონტროლის მიმართულებით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: „საექთნო საქმის“ პროფესიული პროგრამის სტუდენტები, აკადემიის დასაქმებული კურსდამთავრებულები, პარტნიორი კლინიკების ექთნები, "საექთნო საქმის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებლები. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი კახაბერ ერაძე და ექთნების ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გარსევანიშვილი.
ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. დასსრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს პილოტირების პროცესის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობებისა და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას.