პილოტირების შედეგების პრეზენტაცია
სიახლეები
17 ნოემბერი, 2025
სასტუმრო "ჰოლიდე ინ"-ში ჩატარდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა თვითშეფასების სისტემის პილოტირების შედეგების პრეზენტაცია, სადაც პილოტირებაში მონაწილეკოლეჯებმა გააზიარეს და წარმოადგინეს საკუთარი გამოცდილება, გამოვლენილი მიგნებები და ის პრაქტიკული დასკვნები, რომლებიც საჭიროა 2026 წლიდან ახალი რეგულაციების ეფექტური დანერგვისთვის. პილოტირებაში მონაწილე კოლეჯებმა, ასოციაციის წევრებმა, ერთობლივად განიხილეს, როგორ უნდა გაგრძელდეს სისტემის გაძლიერება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. შპს ინტერბიზნესის აკადემიიდან პრეზენტაცია წარმოადგინა ლიკა ბინიაშვილმს, სასწავლო პროცესის მართვიდ სამსახურის უფროსმა.