logo logo

ძებნა

სტუმრის დღე
სიახლეები
21 თებერვალი, 2025

20 თებერვალს საერთაშორისო, მულტინაციონალური კომპანია GM PHARMA-ს სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი, ჟანა მაღლაკელიძე შეხვდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის "ფარმაციის (სააფთიაქო") პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს და ფარმაცევტული ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევები და ტენდენციები გააცნო. შეხვედრაზე სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია დასაქმების ბაზრის მოთხოვნებსა და კარიერულ შესაძლებლობებზე GM PHARMA-ში, რომელიც ერთადერთი ფარმაცევტული საწარმოა საქართველოში, სადაც მიმდინარეობს მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ციკლი: დისპენსირება, შერევა, გრანულირება, ტაბლეტირება, კაფსულირება, შემოგარსვა, შეფუთვა და ხარისხის კონტროლი. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც მომავალი ფარმაცევტებისთვის, პროფესიული უნარების გაძლიერებისა და კარიერული შესაძლებლობების გაფართოებისთვის, ასევე კომპანიისთვის. შეხვედრა ინტერაქტიურად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;