logo logo

ძებნა

სამუშაო შეხვედრა
სიახლეები
25 ნოემბერი, 2024

22-24 ნოემბერს, სასტუმროში „ყვარლის ტბა“ საქართველოს კარიტასის ინიციატივით ჩატარდა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა 2025 წელს დაგეგმილ საექთნო განათლების პროგრამაში სამომავლო ცვლილებებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციაში გაერთიანებული „საექთნო საქმის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პროფესიული დაწესებულებები, წარმომადგენლები პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებებიდან და „საექთნო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები. შეხვედრაზე საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს კარიტასის და სკკა-ის თანამშრომლობის 10 წლის იუბილე. ღონისძიებას შპს ინტერბიზნესის აკადემიიდან ესწრებოდნენ დირექტორი ინგა მანაშერიძე, ხარისხის სამსახურის უფროსი ნაზი წიბლიაშვილი და „საექთნო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, სს „კ. ერისთავი სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ მთავარი ექთანი, ქეთევან ქოქიაური.

სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;