სტუმრის დღე
სიახლეები
2 დეკემბერი, 2024
28 ნოემბერს აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ კომუნიკაციების მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები. საზოგადოებრივი დამცველის (ომბუდსმენი) სამსახური არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების“ შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახური, რომელიც იცავს საქართველოში ელექტრონული
კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგში მომხმარებელთა უფლებებსა და
კანონიერ ინტერესებს, ავლენს დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული
ან შეზღუდული უფლებების აღდგენას.
სტუმრებმა განიხილეს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხები. ისაუბრეს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებიზე და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებზე და მომხმარებელთა საჩივრებზე, რომლებსაც განიხილავს კომუნიკაციების ომბუდსმენი. მომხმარებელთა უფლებების დარღვების დროს საჩივრის ფორმასა და შინაარსზე. სტდენტებმა მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.