logo logo

ძებნა

სასიხარულო ინფორმაცია!
სიახლეები
16 თებერვალი, 2022

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს  2022 წლის 11 თებერვლის N 136508 გადაწყვეტილებით,  შპს ინტერბიზნესის აკადემიას გარდა იმ პროგრამებისა, რომლებსაც უკვე წარმატებით ახორციელებს, მიენიჭა უფლება დამატებით განახორციელოს  „სკოლამდელი აღზრდის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. ხოლო იმავე საბჭოს  N 136509 გადაწყვეტილებით,  „ვებტექნოლოგიების“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაეზარდა პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა და განესაზღვრა 24-ით.  ვულოცავთ აკადემიის ადმინისტრაციას, სასწავლო პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ავტორიზაციის პროცესში, ამ კიდევ ერთ დიდ წარმატებას!

სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;