logo logo

ძებნა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
აკადემიაში ჩარიცხვა
როგორ მოვხვდეთ კოლეჯში? გაეცანი ინფორმაციას დეტალურად
სასერტიფიკატო პროგრამები
გაიარე წინასწარი რეგისტრაცია სასერტიფიკატო პროგრამაზე
ჩვენ გთავაზობთ
სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოს
დაწვრილებით
მოთხოვნად და დასაქმებად პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებს
დაწვრილებით
მაღალი კვალიფიკაციის პროფესიულ მასწავლებლებს
დაწვრილებით
ბოლო სიახლეები
ხელოვნური ინტელექტი განათლებაში - ახალი თანამშრომლობის პერსპექტივა
ინტერბიზნესის აკადემიას სტუმრად ეწვია არიელის უნივერსიტეტის (ისრაელი) მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი რომან იავიჩი, რომელმაც აკადემიის წარმომადგენლებს წარუდგინა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ავტომატიზებული საგამოცდო სისტემა. პრეზენტაციისა და შემდგომი განხილვის შედეგად, დაიგეგმა თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ინტერბიზნესის აკადემია განიხილავს აღნიშნული სისტემის საპილოტე რეჟიმში გამოცდის შესაძლებლობას. საპილოტე პროექტის მიზანი იქნება სისტემის რეალურ საგანმანათლებლო გარემოში შეფასება - მისი ფუნქციონალის, სანდოობის, მომხმარებლის გამოცდილების, საგამოცდო პროცესებთან შესაბამისობისა და აკადემიის არსებულ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასთან ინტეგრაციის შესაძლებლობის შესწავლა. წარმატებული საპილოტე ეტაპის შემთხვევაში, მხარეები განიხილავენ თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის სისტემის ლიცენზირებისა და ინტერბიზნესის აკადემიაში დანერგვის შესაძლებლობას. ინტერბიზნესის აკადემიისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაცია განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გამოყენება კი კიდევ ერთი ნაბიჯია უფრო თანამედროვე, ეფექტური და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნისკენ. მოხარულები ვართ საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ახალი პერსპექტივით და ვიმედოვნებთ, რომ დაწყებული დიალოგი გრძელვადიან და წარმატებულ პარტნიორობაში გადაიზრდება
12 აგვისტო, 2026
ჩვენი სტუდენტის კიდევ ერთი წარმატება
„საექთნო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულმა სტუდენტმა ლევან ჭითანავამ, როგორც აკადემიის სტუდენტთა XIII სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულმა, მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების III საერთაშორისო კონფერენციაში — „პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა“, რომელიც მიმდინარე წლის 3 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. ლევანმა კონფერენციაზე წარადგინა თემა „მომავლის ექთანი – საერთაშორისო პრაქტიკა და განათლება“, სადაც ისაუბრა თანამედროვე საექთნო პროფესიის უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე, ექთნის პროფესიულ ავტონომიაზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემაში ექთნის გადამწყვეტ როლზე. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ინტერბიზნესის აკადემიის სტუდენტები აქტიურად ერთვებიან პროფესიულ და აკადემიურ დისკუსიებში, ღირსეულად წარმოადგენენ აკადემიას და საკუთარი პროფესიული ცოდნით მიშვნელოვანი წვლილი. შეაქვთ პროფესიული განათლების განვითარებაში.  
6 ივლისი, 2026
სტუმრის დღე
დღეს აკადემიაში ჩატარდა სტუმრის დღე. სტუდენტებს თოდუას კლინიკის წარმომადგენლები ელენე ბერაია — ტალანტების მოძიებისა და შერჩევის სპეციალისტი და მადონა ხუციშვილი — ადამიანური რესურსების მენეჯერი, შეხვდნენ . შეხვედრა კითხვა-პასუხის აქტიურ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა სტუმრებისგან მიიღეს ინფორმაცია დასაქმების შესაძლებლობების, მიმდინარე ვაკანსიებისა და იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრები ასეთ ფორმატში კიდევ უფრო აძლიერებს აკადემიასა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობას და სტუდენტებს რეალურ კარიერულ შესაძლებლობებთან აკავშირებს.
10 ივნისი, 2026
მეტის ჩვენება
სასერტიფიკატო პროგრამები
ძიძა
გერიატრიული ასისტენტი
სალარო ოპერაციების განხორციელება
მეტის ჩვენება
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში
Don't forget to follow to us on Facebook and YouTube. Also, write to us in Messenger so you don't miss the news.
ინტერბიზნეს აკადემია თქვენს გვერდით
პარტნიორები
;