logo logo

Search

ძიძა

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია მსმენელთათვის  ბავშვის მოვლისათვის იმ აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელთა გამოყენებით შეძლებენ ბავშვზე ზრუნვას და უზრუნველყოფენ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების შექმნას, ეფექტურ კომუნიკაციას, მოვლისთვის საჭირო პროცედურების ჩატარებას, კვებას, ჰიგიენის მოწესრიგებას, ჩაცმა/გახდას.

 

კურსის დასრულების შემდეგ  პირს  შეუძლია დასაქმდეს ბავშვის მომვლელად როგორც ოჯახში, ასევე ბავშვთა სახლებში, კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში.

 

პროგრამის მოკლე აღწერა: სასერთიფიკატო პროგრამაზე სწავლა შეუძლია სრული  განათლების მქონე პირს. პროგრამის მოცულობაა 240 სთ, სასწავლო პროცესი გრძელდება  15 კვირის განმავლობაში 16 სთ-იანი კვირეული დატვირთვით. სასწავლო პროცესი ხორციელდება შპს ინტერბიზნესის A გარემოში აკადემიის ბაზაზე,    C გარემოში ქ.თბილისის N197-ე ბაგა-ბაღში.

პროფესიული მომზადების ფარგლებში მიღწეული შედეგის დადასტურების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით.

სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და  უნარით ან/და კომპეტენციით)

1. ბავშვის შეფასება და ასაკობრივი თავისებურებების განსაზღვრა;

2. უსაფრთხო გარემოს,   ჰიგიენის ძირითადი ნორმების დაცვის და  ჯანსაღი კვების უზრუნველყოფა;

3. დამოუკიდებლობისა და ადაპტური ქცევის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება თამაშის მნიშვნელობისა და როლის განსაზღვრა;

4. ფიზიკური და სენსორული უნარის განვითარების ხელშეწყობა;

5. სსსმ ბავშვებთან მუშაობის სტრატეგიის განსაზღვრა;

6. პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა;

 

;