თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
სიახლეები
13 თებერვალი, 2026
ინტერბიზნესის აკადემიასა და One World - სწავლა საზღვარგარეთ -ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც სტუდენტებისთვის საერთაშორისო სასწავლო შესაძლებლობების გაძლიერებასა და გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებას ისახავს მიზნად.პროგრამა, რომელიც სპეციალურად ინტერბიზნესის აკადემიის სტუდენტებისთვის შეიქმნა, ხორციელდება ჩეხეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო უნივერსიტეტთან — Czech University of Life Sciences თანამშრომლობით და აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კომპონენტებს. კურსის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ მინი-ჯგუფებში და შეასრულებენ კვლევით პროექტს.