logo logo

ძებნა

პროფესიულ მასწავლებელთა და სტუდენტთა X კონფერენცია
სიახლეები
19 მაისი, 2023

16 მაისს ინტერბიზნესის აკადემიაში ჩატარდა პროფესიულ მასწავლებელთა და სტუდენტთა x კონფერენცია.

წარმოდგენილი თემებით ჩვენი მასწავლებლები, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ, ხოლო სტუდენტებმა ინტერესი, ცოდნა და უდიდესი პასუხისმგებლობა გამოავლინეს. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ადმინისტრაციის წარმომადგენლების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელების და პროფესიული მასწავლებელების გარდა, ჩვენი აკადემიის „საექთნო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებული კურსდამთავრებული გიორგი ხუციშვილი შედიოდა, გამოავლინა საპრიზო ადგილებზე გასული სტუდენტები და კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. დასასრულს, აკადემიის დირექტორმა ქ-მა ინგა მანაშერიძემ კონფერენციის ყველა მონაწილეს, თემის ხელმძღვანელებს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისათვის და შემდგომი წარმატებები უსურვა სწავლასა და საქმიანობაში.

სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;