პროფესიულ განათლებაში დაგეგმილი სიახლეები

საქართველოს პარლამენტში მინისტრმა მ. ჩხენკელმა პროფესიული განათლების  სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ საგრძნობლად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულება. გაძლიერდა სასწავლებელთა ქსელი, დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, განვითარდა ზრდასრულთა სწავლების მიმართულება,სასწავლო ინფრასტრუქტურა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, გაიზარდა საჯარო-კერძო პარტნიორობა და დამსაქმებლების ჩართულობა პროფესიული განათლების სფეროში.  წარმატებით ინერგება ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან სრულად შესაბამისი ეროვნული ჩარჩო.  .ჩხენკელის ინფორმაციით, თითქმის 15 წლიანი წყვეტის შემდეგ, 2020 წელს, სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებსაც პროფესიულ ცოდნასთან ერთად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. შესაბამისად, გაღრმავდება კავშირები განათლების სისტემის საფეხურებს შორის. პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირებისთვის დაინერგება ასოცირებული ხარისხის პროგრამები და შეიქმნება კრედიტების აღიარების მექანიზმი. სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს გაერთიანებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელის სრულყოფა და 2021 წლის იანვრიდან სისტემა სწორედ ამ მოდელის შესაბამისად დაიწყებს ფუნქციონირებას. . ჩხენკელმა მნიშვნელოვანსიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რაც 2021 წლიდან პროფესიული განათლების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება. მისი თქმით, წარმატებით განხორციელდა პროფესიული განათლების რეფორმის  სტრატეგია და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარეობს შემდგომი წლების სტრატეგიის მომზადება, რომელიც უპასუხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ახალ დღის წესრიგს. გარდა ამისა, საჯარო-კერძო პარტნიორობით შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მქონე პლატფორმა (უნარების სააგენტო) და ამით დაიწყება პროფესიული განათლების განვითარების სრულიად ახალი ეტაპი.

2021-04-19