პრაქტიკული მეცადინეობა სახანძრო უსაფრთხოებაში

22 მარტს შპს ინტერბიზნესის აკადემიის 2020-2021 სასწ. წლის მიღების სტუდენტებისათვის ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობა "ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ცეცხლმაქრის გამოყენება". სტუდენტები გაეცნენ ხანძრის შემთხვევაში მოქმედების წესებს, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეთა უსაფრთხოების  დაცვას და ცეცხლმაქრის გამოყენების ტექნიკას. აღნიშნული მეცადინეობა აკადემიაში ყოველწლიურად ტარდება როგორც პროფესიული მასწავლებლებისათვის, ასევე მიმდინარე სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვისმეცადინეობა ჩაატარა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა გოჩა ყარმაზანაშვილმა.

 

2021-03-23