სასწავლო პროცესის განახლება

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან, საქართველოს მასშტაბით, მუშაობას განაახლებს საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, მათი საქმიანობის აღდგენა 2 ეტაპადაა დაყოფილი. 1-ლი მარტიდან მათ უფლებამოსილება ეძლევათ, რომ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და ასევე გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. მეორე ეტაპზე, 15 მარტიდან უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიული კოლეჯებს უფლებამოსილება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საქმიანობა და სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ეტაპზე, უნივერსიტეტებისა და კოლეჯებისთვის არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ისინი სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალურად მიიღებენ.

2021-02-25