ცვლილებები და სიახლეები 2021 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებებში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინიციატივით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის, 2 თებერვალს ჩატარდა ვიდეოკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის მიღებისათვის დაგეგმილ ცვლილებებსა და სიახლეებს. მას შემდეგ, რაც 2021 წლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები კანონიერ ძალაში შევა, საჯარო და ხელმისაწვდომი გახდება ყველა იმ დაინტერესებული პირებისათვის, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ სწავლის პროფესიულ პროგრამებზე გაგრძელება. ვიდეოკონფერენციას ესწრებოდნენ შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ინგა მანაშერიძე, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ნაზი წიბლიაშვილი და რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი, . კანდელაკი.

2021-02-05