აკადემიაში შედეგების დადასტურება დისტანციურად განხორციელდება

მიმდინარე წლის 10 და 13 იანვარს აკადემიის დირექტორის, ხარისხის მართვის და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურების მიერ აკადემიაში განხორციელებული ყველა პროფესიული პროგრამის სტუდენტების და პროფესიული მასწავლებელებისათვის ჩატარდა მოდულების შედეგების დადასტურების დისტანციური პლატფორმის პრეზენტაცია. პრეზენტაცია წარადგინა ინფორმაციის ტექნოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კეკენაძემ, რომელმაც ისაუბრა პლატფორმის შესაძლებლობებზე, მისი გამოყენების მეთოდზე, გამოცდების და შედეგების დადასტურების წარმართვის პროცესებზე. საგანგებო მდგომარეობის პირობებში პროფესიულ მასწავლებელები და სტუდენტები გამოცდების ჩატარებას და შედეგების დადასტურებას დისტანციურად მოახდენენ.

2021-01-15