საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 16 ოქტომბრის N999160 და 20 ოქტომბრის N1013251 ბრძანებების საფუძველზე , შპს ინტერბიზნესის აკადემიაში სასწავლო პროცესი შერეული სწავლების ფორმით წარიმართება, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებაში/პირისპირ სწავლებასთან ერთად აერთიანებს ონლაინ/დისტანციურ სწავლებასაც. რაც შეეხება პროგრამების პრაქტიკულ სწავლებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმების საფუძველზე შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით, პრაქტიკულ ობიექტებზე არადისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
2020-10-22