უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საქართველოს მასშტაბით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან განახლდება - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, შეასრულონ დადგენილი რეკომენდაციები, დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადეები, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

2020-09-29