საქართველოს კარიტასის პროექტის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 23/24 ივლის ბორჯომში ჩატარდა  საქართველოს კარიტასის პროექტის "შინმოვლის განვითარება საქართველოში" პრეზენტაცია. პროექტის დონორია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ) და  მიზნად ისახავს საექთნო განათლების, გრძელვადიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების განვითარების ხელშეწყობას და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერებას სამედიცინო და სოციალური პროექტების მართვის სფეროში. პროექტის ამოცანები სრულ შესაბამისობაშია მთავრობის პოლიტიკასთან მოსახლეობის დაბერების, საექთნო საქმის და პროფესიული განათლების განვითარების სფეროებში. შეხვედრას ესწრებოდნენ  ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელები. შეხვედრაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ  საქართველოს ექთნების და კერძო კოლეჯების ასოციაციების, თბილისის მერიის და პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრას ესწრებოდა ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ინგამანაშერიძე.

2020-07-27