პროფესიული სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 6 ივლისიდან აღდგება

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მომდევნო ორშაბათიდან მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი ,სექტორის შემოწმება მიმდინარეობს და პროცესის დასრულებისთანავე შესაბამისი ნებართვების გაცემა მოხდება. მომდევნო ორშაბათიდან ნებადართული ხდება პროფესიული სასწავლებლების ფუნქციონირება, რომლებმაც გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება და მიიღეს დადებითი დასკვნა. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სექტორის შემოწმება დაშესაბამისად, მომდევნო ორშაბათამდე ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი სრულად დასრულდება და ნებადართული იქნება მათი ფუნქციონირება“, – განაცხადა შრომის ინსპექტირები სდეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემპროფესიული სწავლება, განათლების სფეროში, კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, განსხვავებით ზოგადი და უმაღლესი განათლებით მოსარგებელეთაგან, ვერაფერი შესთავაზეს. სწავლება, რომლის 90 პროცენტიც პრაქტიკისგან შედგება, მარტიდან სრულიად შეწყვეტილია. მიმდინარე წელს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადებულია და ის 20 მაისიდან 10 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია პროფესიული ტესტირების ჩატარების თარიღი, რომელიც მინისტრმა ინდვიდუალური სამართლებრივი აქტით უნდა განსაზღვროს.

2020-07-01