საკონსულტაციო შეხვედრა „პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების“ პროექტის ფარგლებში

მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, პროექტისპროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) ფონდის ხელმძღვანელი და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, ელენ ვიხმანი, განათლების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის კონსულტანტებმა საჯარო განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით წარადგინეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული პროფესიული მასწავლებლის სტანდარტებისა და კარიერული განვითარების მოდელის დოკუმენტების სამუშაო ვერსიები.მინისტრის მოადგილემ მნიშვნელოვანი აქცენტი გაამახვილა მასწავლებლის არა როგორც მენტორის, არამედ როგორც ფასილიტატორის როლის გააზრებაზე და დასძინა, რომ შემუშავებულმა მიდგომებმა უნდა წაახალისოს მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება და კოლეგიალურობა და არა კონკრეტული სტატუსის მოპოვებისკენ სწრაფვა. თამარ ქიტიაშვილის განმარტებით, პროექტის მიერ შემუშავებული მიდგომები უნდა იყოს ერთი მხრივ, მასწავლებლის საქმიანობებისთვისყოვლისმომცველი, ხოლო მეორე მხრივ, მხარეებისთვის მარტივად აღსაქმელი და ქართულ რეალობაზე მორგებული. შეხვედრას ესწრებოდა შპს ინტერბიზნესის აკადემიისდირექტორი, ინგა მანაშერიძე.

2020-02-26