სამუშაო შეხვედრა-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში

6 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/კოლეჯების დირექტორებთან. შეხვედრის მიზანს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში 2020 წელს დაგეგმილი ძირითადი სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა. სამუშაო შეხვედრაზე  მნიშვნელოვანი საკითხებ განიხილეს, მათ შორის ძირითად პრიორიტეტად გამოიკვეთა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა საქართველოს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელესშეხვედრას ესწრებოდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი ინგა მანაშერიძე.

2020-02-07