საკრებულოში ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

27 იანვარს, თბილისის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით,  ჰოლოკოსტის 75 -ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებსმიესალმნენ  საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რან გიდორი და  საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, „ისრაელის სახლის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი იციკ მოშე. დამსწრე საზოგადოებას ვიდეო-ჩანაწერით ნიუ-იორკში მცხოვრებმა ინგე აუერბახერმა მიმართა, რომელიც  აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა. ღონისძიება გაეროს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა  და  მას თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი  ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2005 წლის ნოემბერში გაეროს მიერ შემუშავებული რეზოლუციის თანახმად, 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ღონისძიებას ესწრებოდა აკადემიის დირექტორი, ინგა მანაშერიძე.

2020-01-31