პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული „ისრაელის ცენტრის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა თამარ მახარაშვილმა . სტუმრებს ებრაული თემის სახელით ჯამლეტ ხუხაშვილმა მიმართა. თსუ-ში ებრაული ენის კათედრა 1944 წელს გაიხსნა, რომელიც დღეს „ისრაელის ცენტრის“ სახელით ფუნქციონირებს და მას წლების მანძილზე გურამ ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. პრტეზენტაციას ესწრებოდა აკადემიის დირექტორის, ქ-ნი ინგა მანაშერიძე.

2019-10-29