ტრენინგი მოდულური პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისათვის

17 ოქტომბერს სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში"  ჩატარდა ტრენინგი საექთნო საქმის მეხუთე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისათვის თემაზე: "კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება, შეფასება და მტკიცებულებების მოგროვება მოდულური პროგრამებისათვის". ტრენინგს ესწრებოდნენ პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან, შპს "ავერსის" კლინიკიდან და შპს "თბილისის ბავშვთა ინფექციული საავადმყოფოდან". ტრენინგს უძღვებოდნენ შპს ინტერბიზნესის აკადემიის ხარისხის სამსახურის უფროსი ნაზი წიბლიაშვილი და სსიპ-ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი, ია გიგიბერია. დასასრულს, ტრენინგის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.

2019-10-18