სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო ონფერენცია „Wine as aresource of social economic development and the identity of country” კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები. პროფესიულ სასწავლებლებს მხოლოდ ორი სტუდენტი წარმოადგენდა, მათ შორის, ჩვენი აკადემიის წარჩინებული ტუდენტი, მრავალი კონფერენციის გამარჯვებული, თეონა ჭილაია. მევენახეობისა და ღვინის ტექნოლოგიის სექციაში, თეონამ კიდევ ერთხელ ასახელა ინტერბიზნესის აკადემია, წარმოადგინა ძალიან აქტუალური და საინტერესო მოხსენება “Tradiotion ofUsage of Grape and Wine Products for Treatment in Georgia” (ხელმძღვანელი-ნანა ვერულაშვილი), რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ვულოცავთ თეონას კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ სწავლაში, საქმიანობასა და პირადცხოვრებაში!

2019-06-26