პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები

15-16 ივნისს, თბილისში ჩატარდა პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები. ღონისძიება გაიხსნა საერთაშორისო კონფერენციით Expert to Expert Talks პროფესიულ განათლებაზე, რომელშიც ქართველ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდა 22 ექსპერტი გერმანიიდან. ღონისძიებაზე გამოიკვეთა პროფესიული განათლების პოტენციალი დასაქმებისა და ეკონომიკის სფეროს განვითარებისთვის, ასევე კერძო და საჯარო პარტნიორობის მნიშვნელობა დუალურ პროფესიულ განათლებაში. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინთ ათობით თემატური საინფორმაციო ზონა და გაცნობოდნენ ქართულ-გერმანული პარტნიორობის შედეგებს პროფესიულ განათლებაში. გარდა ამისა, მოისმინეს რეალური ისტორიები წარმატებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ, რასაც პროფესიულ იგანათლება იძლევა. ღონისძიებას ესწრებოდა აკადემიის ხარისხის მართვის მენეჯრი, -ნინაზი წიბლიაშვილი.

2019-06-20