მისია
1. შპს ინტერბიზნესის აკადემია წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთ სახეს - აკადემიას, რომელიც ორიენტირებულია სწავლების მაღალ აკადემიურ ხარისხზე და მიზნად ისახავს მოამზადოს კვალიფიციური კადრები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან თანამედროვე სამყაროში.

2. აკადემია დასახული მისიიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს შექმნას ისეთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დააკმაყოფილებს არამარტო საქართველოს საგანმანათლებლო სფეროში დამკვიდრებულ სტანდარტებს, არამედ საერთაშორისო მოთხოვნებსაც.

3. აკადემია მოქმედებს მისთვის მინიჭებული ლიცენზიის საფუძველზე.

4. აკადემიას, დასახული მისიისა და მიზნის მისაღწევად, აქვს შემდეგი ამოცანები:

ა) თანამედროვე ეროვნული და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება;

ბ) მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელსაც გამომუშავებული ექნება პროფესიული ჩვევები და თავს გაართმევს მის წინაშე დასმულ პრაქტიკულ ამოცანებს, ასევე პროფესიული გამბედაობის გამომუშავებას;

გ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

დ) პიროვნების პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ_ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;

ე) პიროვნების ინტელექტუალური, კულტურული და ზნეობრივი განვითარების მოთხოვნილებათა რეალიზაცია, მისი პროფესიული ზრდისა და სრულყოფის უზრუნველყოფა.

ვ) თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელების ხელის შეწყობა;

ზ) ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვა, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით.

თ) აკადემიას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა;

დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად აკადემია უზრუნველყოფს:
- სწავლის და ჯანსაღი სტუდენტური ცხოვრების ყველა პირობას, რაც კონკრეტულად გამოიხატება სასწავლო მატერიალურ–ტექნიკური აღჭურვილობის მუდმივი მოდერნიზაციით, ბიბლიოთეკის ფონდის შევსება–განახლებითა და ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნით, სტუდენტთა კულტურული და სპორტული ღონისძიებების სათანადო ხელშეწყობით.
- აკადემია უქმნის არჩევანის სრულ თავისუფლებას აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს სასწავლო და კვლევით სფეროებში. განვითარების სტრატეგიის კონტექსტში, აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობით, აკადემია განსაზღვრავს სასწავლო პროცესის პრიორიტეტებს, ასევე ადგენს სასწავლო პროცესის ხარისხის შეფასების კრიტერიუმებს.
- აკადემია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხის მართვის მექანიზმების სრულყოფას. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია საერთაშორისო საუნივერსიტეტო თანამშრომლობის განვითარება, რომლის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ერთობლივი საბაკალავრო პროგრამების შექმნა, განვითარება და გაცვლითი პროგრამების საფუძველზე პრაქტიკისა და გამოცდილების შეძენა.

შპს ინტერბიზნესის აკადემია აცნობიერებს რა ნაკისრ ვალდებულებათა მოცულობასა და სირთულეს, პასუხისმგებლობას იღებს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში.
ქართული ინგლისური
სტუდენტისთვის
აბიტურიენტისთვის
პერსონალისთვის
ბიბლიოთეკა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი
გამოცდების ეროვნული ცენტრი


find us on facebook
© შ.პ.ს. ინტერბიზნესის აკადემია. 2011 წ.
    ქ.თბილისი, 0142, შალვა ჯაფარიძის ქ. 8
    ტელეფონი: (+995 32) 261-54-23; ფაქსი: (+995 32) 260-54-23
    ბოლო განახლება: 2012-02-17
დამზადებულია შ.პ.ს. ინტერბიზნესის აკადემიის
შეკვეთით
Sani Design -ის მიერ