ბიბლიოთეკა

შპს ინტერბიზნესის აკადემიას

ბიბლიოთეკის დებულება

თავი პირველი

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ზოგადი  დებულებანი

1. შპს ინტერბიზნესის აკადემიას (შემდგომში - აკადემია) ბიბლიოთეკა (შემდგომში - ბიბლიოთეკა) წარმოადგენს  აკადემიას ძირითად  სტრუქტურულ ერთეულს.

2. ბიბლიოთეკა  თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, “მეწარმეთა შესახებ“, შპს ინტერბიზნესის აკადემიას წესდების,დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების,  და ამ დებულების შესაბამისად.

3. ბიბლიოთეკა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია  აკადემიას დირექტორის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, დირექტორის   მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 2. ბიბლიოთეკის ფუნქციები და შემადგენლობა

1. აკადემიას სასწავლო საქმიანობის შეფერხების გარეშე განხორციელებას უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზანიცაა აკადემიას  ყველა სახის პერსონალისა და სტუდენტების უზრუნველყოფა თანამედროვე წიგნადი ფონდით, როგორც ელექტრონული სახის, ასევე ციფრულ მატარებელზე არსებული რესურსებით.

2. აკადემიას  ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანაა კოლეჯში განათლების და კულტურის განვითარების დონის ამაღლება, სტუდენტებისათვის დახმარების გაწევა სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბების საქმეში.

3. აკადემიას მისიის და მიზნების უზრუნველსაყოფად ბიბლიოთეკა ეფექტურ  კოორდინაციაშია აკადემიას  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან.

4. აკადემიას ბიბლიოთეკის ძირითადი ფუნქციებია: 

ა)  საბიბლიოთეკო ფონდების ორგანიზება, სისტემატური შევსება კულტურული ღირებულების მქონე ქართული და უცხოური გამოცემებით, მათი დაცვა და მკითხველთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) მონაცემთა ბაზების შექმნა, საზღვარგარეთის საბიბლიოთეკო ფონდების ხელმისაწვდომობის შემდგომი უზრუნველყოფა; 

გ) საბიბლიოთეკო დარგში ინოვაციური პროცესების დანერგვის ხელშეწყობა;

დ) საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) ზრუნვა საბიბლიოთეკო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

5. ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის გამგე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  აკადემიას დირექტორი.

6. ბიბლიოთეკის გამგე :

ა) წარმართავს ბიბლიოთეკის საქმიანობას, აკონტროლებს ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ  მოვალეობების შესრულებას;

ბ)  პასუხს აგებს  ბიბლიოთეკის ქონების დაცვასა და მიზნობრივი გამოყენებაზე;

გ) ატარებს სათანადო ღონისძიებებს  ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის, საბიბლიოთეკო ფონდების დაცვის, თანამშრომელთა და მკითხველთათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;

7 ბიბლიოთეკაში მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გასაწევად გამოყოფილია სპეციალური სამკითხველო დარბაზი, რომელსაც ხელმძღვანელობს სამკითხველო დარბაზის ზედამხედველი.

8. სამკითხველო დარბაზის ხელმძღვანელს თნამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  აკადემიას დირექტორი.

9. სამკითხველო დარბაზის ზედამხედველი:

ა) უზრუნველყოფს მკითხველთა მომსახურებას ბიბლიოთეკის ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით და სხვადასახვა სახის ინფორმაციით.

ბ) უზრუნველყოფს მსურველთათვის სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ მკითხველის ფორმულარების გახსნას.

გ) იღებს წიგნებს, უზრუნველყოფს მათ დამუშავებას საბიბლიოთეკო საერთაშორისო სტანდარტებით  ბიბლიოთეკის გამგესთან ერთად;

დ) უზრუნველყოფს წიგნების აღრიცხვას ელექტრონულ და ქაღალდის კატალოგებში; 

ე)  უზრუნველყოფს აკადემიას მიერ გამოწერილი პერიოდიკის დამუშავებასა და აღრიცხვას;

ვ) უზრუნველყოფს  აკადემიას სამკითხველო დარბაზში სათანადო წესრიგის დაცვას;

ზ). ემსახურება მკითხველებს სამკითხველო დარბაზში.

მუხლი 3. ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგი

1.ბიბლიოთეკა მდებარეობს აკადემიას პირველ სართულზე.

2.ბიბლიოთეკა მუშაობს:

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით : დილის 10.00-სთ-დან – 18.00-მდე.

 

 

თავი მეორე

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

 

მუხლი 4. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება

1.ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება აქვთ ბიბლიოთეკაში გაწევრიანებულ პირებს.

2.ბიბლიოთეკაში გაწევრიანების უფლება აქვთ:

ა. აკადემიას სტუდენტებს;

ბ. აკადემიას პერსონალს;

3.ბიბლიოთეკაში გაწევრიანების სააპლიკაციო ფორმა თან ახლავს წინამდებარე დებულებას.

 

მუხლი 5.ბიბლიოთეკაში სტუდენტების გაწევრიანება

1.აკადემიას სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება  სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც ერთხელ გაწევრიანდება სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად სწავლების მთელი პერიოდისათვის. 2.სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება დასტურდება მის  მიერ სააპლიკაციო განაცხადის შევსებით.

3.  აკადემიას სტუდენტისათვის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა.

 

 

მუხლი 6.ბიბლიოთეკაში აკადემიას პერსონალის  გაწევრიანება

1.აკადემიას პერსონალის (ადმინისრაციული,აკადემიური, მოწევეული სპეციალისტები)  ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება   მათ მიერ შესაბამის პოზიციებზე ყოფნის განმავლობაში.

2.პერსონალის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება დასტურდება მის  მიერ სააპლიკაციო განაცხადის შევსებით.

3.  აკადემიას პერსონალისათვის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა.

 

 

 

მუხლი 7. ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანა და დაბრუნება:

1.წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, გამონაკლისის გარეშე, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში, ან ქსეროქსზე გადაიღოს მისთვის საჭირო ადგილები, თუ მთელი წიგნი.

2. სტუდენტს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლარის სახით. უპირატესად გაიცემა დაქსეროქსებული ეგზემპლარი, თუკი ასეთი არსებობს.

3.ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა ხუთი დღის ვადით.

მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც სჭირდება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ ხუთი დღის ვადით), იმ შემთხვევაში, თუკი წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი.

4.თუ წიგნის დაბრუნება ბიბლიოთეკაში არ მოხდა საჭირო დროს, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ბიბლიოთეკას დროულად არ დაბრუნების მიზეზი.  მიზეზის არასაპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში  წიგნის გამტანი ვალდებულია დააბრუნოს წიგნი ორი დღის ვადაში, ორი დღის გადაცილების შემთხვევაში ყოვლ გადაცილებულ დღეზე მკითხველი გადაიხდის  ჯარიმას სამი ლარის ოდენობით.

5.წიგნის დაკარგვის ან ისეთი დოზით დაზიანების შემთხვევაში,როდესაც მისი გამოყენება შეუძლებელია, წიგნის გამტანი ვალდებულია 2 დღის ვადაში ბიბლიოთეკაში მოიტანოს იგივე სახის წიგნი ან აანაზღაუროს  გატანილი წიგნის საფასური აკადემიას  ფინანსურ სამსახურში ანგარიშწორებით.

6.წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

7.ბიბლიოთეკარს შეუძლია მოითხოვოს წიგნის თუ ბიბლიოთეკიდან გატანილი რომელიმე სხვა ნივთის (დისკის, ვიდეო-კასეტის) ვადაზე ადრე დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია წიგნი დააბრუნოს შეტყობინებიდან ერთი დღის  განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მკითხველი ჯარიმდება და გადაიხდის ჯარიმას – ყოველი გადაცდენილი დღისათვის - 3 ლარის ოდენობით.

 

 მუხლი 8.გატანილი მასალის ან წიგნის დაკარგვა და გატანის უფლების აკრძალვა

1.გატანილი მასალისა და წიგნის დაკარგვის შემთხვევაში დამკარგავი იხდის ჯარიმას, მასალის ან წიგნის ღირებულების ორმაგი ოდენობით.
2.ბიბლიოთეკის თანამშრომელს აქვს უფლება განსაკუთრებულ შემთხვევებში, აკადემიას დირექტორის თანხმობით აკრძალოს ან შეცვალოს ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის წესი. ან არ გაატანოს წიგნი იმ პირებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან წიგნის დაგვიანებით დაბრუნებაში.
 

მუხლი9.ბიბლიოთეკაში ქცევის წესები

1.ბიბლიოთეკით მოსარგებლე ვალდებულია:

ა)წიგნის გამოყენების შემდეგ  თვითნებურად არ  დადოს წიგნი თაროზე,

ბ)წიგნი უნდა მიუბრუნოთ ბიბლიოთეკარს: ბიბლიოთეკის თანამშრომელი თვითონ დააბრუნებს მას ადგილზე.

გ)წიგნის თქვენთვის გადანახვის სურვილის შემთხვევაში თხოვნით მიმართეთ ბიბლიოთეკარს.

დ)დაუშვებელია სადილობა ბიბლიოთეკაში. ნებადართულია მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყლის ან სასმელის თან ქონა.

2.ბიბლიოთეკაში სასტიკად აკრძალულია:

ა)მოწევა,

ბ)ხმაური და საუბარი.

გ) მობილური ტელეფონების გამოყენება.

დ)წიგნის არასწორად დადება, მისი დამალვის, ანუ სხვა სტუდენტისათვის წიგნის გამოყენების ხელისშეშლის მიზნით.

ე)წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობა, დაზიანება, დაფხაჭნა, ფურცლების ამოგლეჯა.

3.აღნიშნული წესებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბიბლიოთეკა უფლებამოსილია დაუწესოს ბიბლიოთეკით სარგებლობის შეზღუდვა ასეთ მომხმარებელს  და დააკისროს  ჯარიმა, რომელსაც მომხმარებელი გადაიხდის აკადემიას   ადმინისტრაციის მიერ  დაგენილი ტარიფის შესაბამისად(ტარიფი განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რა შედეგი მოჰყვა მომხმარებლის მიერ ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევას).

4. წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობასა თუ დაზიანებაში ხელმეორედ შემჩნეულ სტუდენტს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი. აკადემია არ უბრუნებს  სტატუს შეწყვეტილ სტუდენტს სწავლის საფასურს. ხოლო  პერსონალი და მოწვეული პედაგოგები განთავისუფლებულნი იქნებიან დაკავებული თანამდებობიდან.

თავი მესამე

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები           

1. ბიბლიოთეკის  დებულებას ბრძანებით ამტკიცებს აკადემიას დირექტორი.

2.ამ დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხდება  აკადემიას  დირექტორის ბრძანებით.

3.ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს კომპანია ინტერბიზნესისი აკადემიის მართველი დირექტორის მიერ 2010 წლის 11 სექტემბრის ბრძანება #01-25  დამტკიცებული „ბიბლიოთეკის სარგებლობის წესის“ შესაბამისად.

ქართული ინგლისური
ელექტრონული კატალოგი
მონაცემთა ბაზები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი
გამოცდების ეროვნული ცენტრი


find us on facebook
© შ.პ.ს. ინტერ ბიზნესი. 2005 წ.
    ქ.თბილისი, 0142, გურამიშვილის გამზირი, 66 დ
    ტელეფონი: (+995 32) 61-54-23; (+995 32) 60-54-23
    ბოლო განახლება: 2012-01-18
Sani Design