|
 |
აბიტურიენტისთვის |
|
კოლეჯში სტუდენტის სტატუსის მოპოვება
1. კოლეჯის მიერ განხორციელებულ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე საქართველოს მოქმედი კანონდმებლობის შესაბამისად.
2. კოლეჯის სტუდენტის სტატუსის მოპოვებისათვის ბაკალავრიატის სწავლების საფეხურზე პირი ვალდებულია გაიაროს ერთიანი ეროვნული გამოცდების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად და აბიტურიენტთა ქულების რანჟირების დოკუმენტის საფუძელზე მოიპოვოს კოლეჯში ჩარიცხვის უფლება.
3. კოლეჯში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს კოლეჯის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში აბიტურიენტი ვალდებულია მიმართოს კოლეჯს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე.
4.სტუდენტის განცხადების და სტუდენტთან დადებული სასწავლო ხელშეკრულების საფუძელზე კოლეჯის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას კოლეჯში სტუდენტების ჩარიცხვის შესხებ.
5. კოლეჯის დირექტორის ბრძანება სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
6.აბიტურიენტი რომელიც ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ მიმართავს კოლეჯს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად, ვერ მოიპოვებს კოლეჯის სტუდენტის სტატუსს და კარგავს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით მინიჭებულ ყველა უფლებას.
7.აბიტურიენტი, რომელიც ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში არ წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ საგანმანათლებლო დოკუმენტს ან სამხედრო გაწვევას დაქვემდებარებული აბიტურიენტი, რომელიც არ წარმოადგენს სამხედრო მიწერის მოწმობას, შესაძლებელია ჩაირიცხოს კოლეჯში მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტაციის კოლეჯის მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენის პირობით. დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ჩარიცხვის ბრძანება უქმდება შესაბამისი აბიტურიენტის ჩარიცხვის ნაწილში.
კოლეჯში სტუდენტის სტატუსის მოპოვება საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხოქვეყნის მოქლაქე, მოქალაქეობის არმქონე ან საქართველოს მოქალაქე (რომელიც არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში არ ცხოვრობენ საქართველოში) აბიტურიენტებისათვის /სტუდენტებისათვის
1. კოლეჯში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს:
ა) აბიტურიენტებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
ბ) სტუდენტებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. კოლეჯში ჩარიცხვის მსურველი ამ მუხლით განსაზღვრული აბიტურიენტი მიმართავს კოლეჯს, რომელიც ჩატარებული გასაუბრების საფუძელზე იღებს გადაწყვეტილებას მისი კოლეჯში ჩარიცხვის მიზანშეწონილობის თაობაზე და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, გასცემს თანხმობის წერილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარსადგენად.
3. კოლეჯი უფლებამოსილია მოსთხოვოს აბიტურიენტს მისი საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობა/აღიარება, ლეგალიზაცია ან/და აპოსტილით დამოწმება.
4. კოლეჯის თანხმობის მიღების შემთხვევაში, აბიტურიენტი ვალდებულია მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილების საფუძელზე მოიპოვოს კოლეჯში ჩარიცხვის უფლება.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილების გამოცემის შემდეგ გამოიცემა კოლეჯის დირექტორის ბრძანება აბიტურიენტის კოლეჯში ჩარიცხვის თაობაზე.
|
|
|
|
|